სომხეთის დიასპორის სამინისტროს საჩუქარი სამცხე-ჯავახეთს

5 დეკემბერს ახალქალაქის რაიონის სოფელ კარტიკამში სპორტული აღჭურვილობის ჩუქების ცერემონია გაიმართა.

შემოწირულობა განახორციელა სომხეთის დიასპორის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მეუფე ტერ-ბაბგენ სალბიანისა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის სამველ პეტროსიანის საერთო შემოთავაზებით.

„რაღაც პერიოდის წინ მე და მამა ბაბგენ სალბიანს შეხვედრა გვქონდა დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელთან და აი, დღეს ჩვენ ვეწვიეთ სოფელ კარტიკამს დიასპორის სამინისტროს პატარა საჩუქრის გადასაცემად.

2

„შეხვედრისას შეგვეკითხეს თუ რომელი სოფლისთვის მოვისურვებდით შემოწირულობის გადაცემას, თავში პირდაპირ სოფელი კარტიკამი მოგვივიდა, რადგან ამ სოფლიდან გამოსული მრავალი ჩემპიონი გვასახელებს არა მარტო საქართველოსა და სომხეთში, არამედ მთელ მსოფლიოში“,  –  ამბობს სამველ პეტროსიანი.

კარტიკამი ახალქალაქის რაიონის იმ იშვიათი სოფლების რიცხვს ეკუთვნის, სადაც ახალგაზრდობის უმრავლესობა  პროფესიონალურ  დონეზეა სპორტით დაკავებული. სოფელმა სომხეთის დიასპორის სამინისტროსგან მიიღო სავარჯიშო მოწყობილობები, თუმცა ინვენტარი მხოლოდ სოფელ კარტიკამს არ მიუღია, ასევე ინვენტარი მიიღეს სოფლებმა: ბურნაშეთმა, კიროვაკანმა  და კათნატურმა.

როგორც „სურბ ხაჩ“ (წმინდა ჯვარი) ეკლესიის წინამძღვარმა,  მამა-ტათევ მარუქიანმა აღნიშნა, სომხეთის დიასპორის სამინისტრომ შემოწირულობა გაიღო, ასევე ბათუმის სომხურ სომოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებულ კულტურის ცენტრისთვის.

31437083795_8880b26e91_z-1

აღნიშნული სოფლებიდან კარტიკამში 120 სპორტსმენია, ხოლო სოფელ კიროვაკანში – 20, ახალი ინვენტარის მიღების შემდეგ, გარდა პროფესიონალი სპორტსმენებისა, მოყვარულებსაც  სპორტ-დარბაზში სიარულის საშუალება  შეექმნებათ.

Leave a Reply