განდის დღეები თბილისში

25 ივლისს თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა საქართველოში მაჰათმა  განდის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიების  ოფიციალური გახსნა. ღონისძიების  ორგანიზატორები არიან „განდი“-ს ფონდი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი  და ინდოეთის  კულტურული ურთიერთობების საბჭო. კონფერენციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების  და სამეცნიერო წევრების წარმომადგენლები.

ღონისძიება სიტყვით  გახსნა  საქართველოში „განდი“-ს ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაკაბაძემ.

„თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ვისწავლოთ ცხოვრება ძალადობის გარეშე. რამდენჯერაც იარაღი ავიღეთ, იმდენჯერ დავმარცხდით,რამდენჯერაც  ჩვენი ქვეყნის მიმართ შევიარაღდით სიყვარულით ისე როგორც ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა და მერაბ კოსტავა, გავიმარჯვეთ“.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც  „ალიქთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობენ ქართულ-ინდური ურთიერთობების განვითარებას.
13872743_1570179206625371_5098537004067060504_n
„საქართველოში პირველად აღნიშნავენ განდის დღეს. ღონისძიებაში  მონაწილეობენ როგორც  საქართველოს და  ინდოეთის, ასევე  მეზობელი ქვეყნების  სომხეთის  და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. შეუცვლელია განდის როლი მშვიდობიანი გზებით პრობლემების გადაჭრის ტრადიციის ჩამოყალიბებაში. საბედნიეროდ 2010 წლიდან ჩვენ  გვაქვს  საელჩო ინდოეთში. იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში ინდოეთიც გახსნის თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას თბილისში, რაც  ძალიან  მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის განვითარებისთვის.“

საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა შორენა აბრამიშვილმა თავის მხრივ ისაუბრა  ღონისძიების მიზნების შესახებ.

„განდის დღეების აღსანიშნავად   ინდოეთიდან    ოფიციალური დელეგაცია გვესტუმრა, რომლის შემადგენლობაში  ინდოეთის საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ოფიციალური პირები და ბიზნესმენები არიან. ღონისძიების მიზანია  განდიური პრინციპების დამყარება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში. მას ასევე გააჩნია საგანმანათლებლო მიზანი, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტოლოგიის სფეროში  ინდოეთის ჩართვას.“

ინდოელი დიპლომატი აშოკ საჯჯანჰარი, რომელიც ყაზახეთში, შვედეთსა და ლატვიაში  ინდოეთის ყოფილი ელჩია  „ალიქთან“ საუბრისას  ხაზი გაუსვა   ღონისძიების მნიშვნელობას.

13866992_1370101099686700_1532393461_n-300x199„იმის გათვალისწინებით, რომ თუ როგორ იზრდება  მთელს მსოფლიოში  ძალადობის დონე, შემიძლია დადასტურებით  ვთვა, რომ  ეს  ინიციატივა მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველდღიურად  გვესმის სულ ახალი და ახალი ტერორისტული აქტების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში. მშვიდობის გაძლიერების ხელშეწყობისთვის აუცილებელია ახალი იდეები. მაჰათმა განდის ფილოსოფია  და იდეოლოგია მშვიდობის შენარჩუნებაში  და ძალადობის არგანხორციელებაშია. ეს ისაა რისი საჭიროებაც დღეს ყველას გვაქვს. მიუხედავად იმისა,რომ საქართველოს და ინდოეთს თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ორმხრივი  ურთიერთობები არ ყოფილა ასე დინამიური. იმედი მაქვს ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობენ  ურთიერთობების გაღრმავებაში.“

შეგახსენებთ, რომ დიდი  ინდოელი  წინამძღვრის  იდეოლოგიის გავრცელების ფონდი „განდი“-ი  საქართველოში  2014, ხოლო სომხეთში 2015 წლიდან მოქმედებს.

 

Leave a Reply