აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს განცხადება

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აზერბაიჯანში “ტერორისტებს თავდასხმა  მცირე გაფრთხილებით ან გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ-მათი მიზანი შეიძლება გახდეს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, სატრანსპორტო კვანძები, ბაზრები და მაღაზიები, ადგილობრივი მთავრობის შენობები, სასტუმროები, რესტორნები, კლუბები, პარკები, აეროპორტები, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები” – ნათქვამია შეტყობინებაში.