სომხეთის ეროვნული ანსამბლეის თავმჯომარემ ქერჩის კოლეჯში მომხდარი უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა

სომხეთის ეროვნული ანსამბლეის თავმჯომარემ, არა ბაბლოიანმა ქერჩის კოლეჯში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

” ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქერჩის კოლეჯში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია მრავალი მსხვერპლი და დაშავებული. ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის პოლიტექნიკური კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტმა 17 ოქტომბერს, სასწავლებლის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა და ყუმბარა ააფეთქა.  თავად თავდამსხმელმა მოგვიანებით თავი მოიკლა.

ბოლო მონაცემებით, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.