ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელების ყოფიერება

სოფელი აბული

აბული ახალქალაქის ერთ-ერთი სოფელია, რომელიც ქალაქიდან 12 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სოფელი 130 ოჯახისგან შედგება, სადაც დაახლოებით, 650-700 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 1960 მეტრზე მდებარეობს.

სოფელ აბულში, მთის ფერდობებზე მცხოვრები მოსახლეობა მთავარ პრობლემად  ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, გზების და სამუშაო ადგილების არ არსებობას ასახელებს. მიუხედავად ყველაფრისა რეგიონის სხვა დასახლებულ პუნქტებთან შედარებით მოსახლება არ გახიზნულა ქალაქში უკეთესი ცხოვრების საძებნელად.

სოფელში მოქმედებს 2009 წელს აღდგენილი “წმინდა ღვთისმშობლის” ტაძარი.

აბულთან მიმავალი გზა ცუდი მდგომარეობაშია,  ტრანსპორტის გადადგილება რთული.

გზა მთლიანად განადგურებულია და ორი წლის განმავლობაში ჩვენივე ქვიშას არ ხმარობენ გზების გაუმჯობესების მიზნით, სამაგიეროდ მიაქვთ “, – ამბობს იურა, ადგილობრი მოსახლე.

ბუნებრივი გაზი სოფლამდე 6 კილომეტრში გაყვანილია, მაგრამ სოფელში ჯერ-ჯერობით არ არის.

გზებისა და ბუნებრივი აირის პრობლემების გარდა სოფელს არა აქვს სასმელი წყალი. ახალქალაქის მერიის განცხადებით, წელს  ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება იგეგმება და შესაბამისი პროექტები მუშავდება.

Leave a Reply