სომხეთის მთავრობამ რუსეთიდან გაზის გაძვირების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად უარყო

სომხეთის მთავრობას რუსეთის ვიცე-პრემიერ დიმიტრი კოზაკისაგან წერილობითი მიმართვა, რომლის თანახმადაც 1 იანვრიდან რუსული გაზის მიწოდება სომხეთისთვის 150 დოლარიდან 215 დოლარამდე გაიზრდება, არ მიუღია.

მის შესახებ სონხეთის ვუცე-პრემიერ ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანის პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: ვაჰან ჰუნანიანმა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, კონკრეტულად 168.am გაზეთი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაკმა სომხეთის მთავრობას, კერძოდ სომხეთის ვიცე-პრემიერს ტიგრან ავინიანს წერილობითი განცხადებით მიმართა, რომ საზღვარზე 1000 კუბური მეტრი რუსული გაზის ღირებულებას 215 დოლარი იქნება და ეს ფასი განხილვას აღარ დაექვემდებარება.

ვაჰან ჰუნანიანმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის გაზის ღირებულებაის გაძვირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული და ახალი ტარიფი დადგენილი არ არის და დაამატა, რომ რუსეთისა და სომხეთის ვიცე-პრემიერებს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, რომლის დროსაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ჩ გამართვასა და სამომავლოპერსპექტივებზე ისაუბრეს.

მანვე დასძინა, რომ საკითხთან დაკავშირებით რუს კოლეგებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ურთიერთგაგებისა და თანხმობის ატმოსფეროში, სადაც ულტიმატუმის ტონი არ შეინიშნება და არც მომავალში იქნება.