სომხეთის პრეზიდენტი აქციის ორგანიზატორებს მოლაპარაკებას სთავაზობს

ერთი კვირაა, რაც სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები იმართება. რამდენიმე დღიანი აქციების შემდეგ სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანი მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან ეპატიჟება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ბოლო დღეებში ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე და მათ შორის, უმეტესად სტუდენტები, მიტინგებისა და მარშების საშუალებით თავიანთ მოთხოვნებს უყენებენ მთავრობას. პატივი უნდა ვცეთ მათ პოზიციას. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეროვნული სოლიდარობა უნდა იყოს პრიორიტეტული და აუცილებელი ფაქტორი ჩვენთვის. როგორც სახელმწიფოს მეთაური, მოვუწოდებ მხარეებს დიალოგისკენ, რათა სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი გამოიძებნოს, ”  – აცხადებს ახლადარჩეული პრეზიდენტი.

Leave a Reply