სერჟ სარგსიანმა მთავრობის მიერ გამოყოფილ სასახლეზე უარი თქვა

Aysor.am- ის ინ ფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი მთავრობის გადაწყვეტილებით გამოყოფილ სასახლის(რეზიდენციის) ფლობის უფლებაზე უარს ამბობს.

მთავრობის ამ  გადაწყებილებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში. ეროვნული საბჭოს კრებაზე პრემიერ-მინისტრის არჩევნის საკითხის განხილვის დროს პარტია “იელქის” დეპუტატი არტაკ ზეილნარიანის კითხვაზე, რატომ უნდა გამოუყონ სასახლე სერჟ სარგსიანს, ამ უკანასკნელმა უპასუხა:

ამ უფლებით წინა ორივე პრეზიდენტმა ისარგებლა, მეც ასევე. თუ კანონით, როგორც პრემიერ-მინუსტრს,  არ მეკუთვნის შემიძლია უარი ვთქვა, მაგრამ თუ მეკუთვნის შეგიძლიათ მომილოცოთ მეც შევიძინე ერევანში საკუთარი სახლი“.

მთავრობის სხდობის დროს სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ უმჯობესია ეს საკითხი განიხილიონ  შემდეგი  პრემიერ-მინისტრის მოღვაწეობისას.

Leave a Reply