გერმანელ დეპუტატს თურქეთის პრემიერის დაცვის სამსახურის აგრესიის გამო დამატებითი დაცვა დაუნიშნეს

გერმანიის პარლამენტის მიერ სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუციის მიღების საკითხში აქტიური მონაწილეობის გამო, მწვანეთა პარტიის თურქული წარმოშობის თანათავმჯდომარე,  ჯემ ოზდემირი გერმანული პოლიციის სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება, მიუნხენში უსაფრთხოების 51-ე სამიტის ფარგლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდიმირის იმავე სასტუმროში დარჩენის გამო, წერს თურქული წებ-გვერდი diken.com.tr.

წყარო აღნიშნავს, რომ გერმანელმა სამართალდამცავებმა, მას შემდეგ მიიღეს დამატებითი დაცვის გადაწყვეტილება, რაც თურქეთის პრემიერის დაცვის წევრები ოზდემირს მიმართავდნენ სიტყვებით “სასტუმროში ტერორისტია”.

“მათი სახეების გამომეტყველებით ჩემი დანახვისას თვალსაჩინო იყო, რომ ისინი უკმაყოფილოები იყვნენ ჩემი ნახვით. აქ თუ ასე იქცევიან, წარმომიდგენია თურქეთში როგორი აგრესიურები იქნებიან”,-აღნიშნა ოზდემირმა.

Leave a Reply