ახალი ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული სასაუბრო სტუდენტებისთვის

ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომლის ავტორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული სასაუბროები გამოიცა.

ავტორის თქმით, სასაუბროების წყალობით საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის მიზნით თბილისში ჩამოსულ სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს კონტაქტის დამყარების პრობლემა არ ექნებათ.

ინიციატივის მიზანია ხელი შუწყონ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებისთვის განკუთვნილ პროექტს 1+4, რომელიც უკვე შვიდი წელია ხორციელდება.

„კვლევებმა გვიჩვენა, რომ უამრავი პრობლემის გამო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა აქვს, ისინი საინფორმაციო იზოლაციში არიან“,- აღნიშნულია პროექტის წინასიტყვაობაში.

წიგნის თანაავტორმა, თეა ქამუშაძემ აღნიშნა, რომ სასაუბრო სტუდენტებს ასწავლის ზოგად სიტყვებს და ფრაზებს, რომლებიც მათ ყოველდღიური კომუნიკაციისთვის გამოადგებათ. სასაუბროში საყოფაცხოვრებო და აკადემიური დიალოგებია.

„mesaubre.ge“ – ინიციატივის ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  „მულტილინგვური (მრავალენოვანი) განათლების“ მე-3 კურსის სტუდენტი ნინო ქამუშაძეა, პროექტი განხორციელდა სტუდენტური გრანტის ფარგლებში, ხოლო დაფინანსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

მომავალში დამატებითი დაფინანსების მიღების შემთხვევაში, წიგნის ავტორები ინტერნეტ პლატფორმის შექმნასაც გეგმავენ, სადაც განთავსებული იქნება მსგავსი  სასაუბროების აუდიო ვერსიები.

Leave a Reply