სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღით ჯარისკაცი დაშავდა

13 მაისს, ღამით არცახის თავდაცვის სამხედრო სამსახურის ჩრდილოეთ ნაწილის  ერთ-ერთ შენაერთზე აზერბაიჯანული მხრიდან სროლის შედეგად 1998 წელს დაბადებული სომეხი ჯარისკაცი, შამხალ პეტროსიანი დაშავდა.

არცახის თავდაცვის სამხედრო სამსახურის ინფორმაციით ინციდენტის დეტალებზე გამოძიება მიმდინარეობს.

Leave a Reply