სომხურ მედიაში ყველაზე მეტჯერ თავდაცვის მინისტრი ახსენეს

მედიის მონიტორინგის, ანალიტიკისა და შეფასების MaxMonitor  სისტემამ 2017 წლის განმავლობაში თვალი ადევნა სომხურ ონლაინ მედიაში მინისტრების საქმიანობის გაშუქების პროცესს.

დაახლოებით, 130 საინფრომაციო გვერდის დაკვირვების შედეგად, წინა წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ნახსენები მინისტრების სამეული ასე გამოიყურება:

1.  სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი, 17 437 ხსენება
2. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი, 16 448 ხსენება
3. სომხეთის იუსტიციის მინისტრი, დავით ჰარუთუნიანი, 6 808 ხსენება

2017 წლის ყველაზე ნაკლებად ნახსენები მინისტრების სამუელში კი შემდეგი მინისტრები შედიან:

  1. სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი აშოტ მანუკიანი, 2 423 ხსენება
  2.  სომხეთის ვიცე-პრემიერი, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი, 1 984 ხსენება
  3. სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების მინისტრი ჰრაჩია ოსტომიანი , 1 753 ხსენება

Leave a Reply