სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

8 ოქტომბერს, სომხეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და ლინას ლინკიავიჩუსის შეხვედრა შედგა. ლინკიავიჩუსი სომხეთში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე მონაწილეობის მიზნით იმყოფება.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციის სფეროში საერთო პოექტების განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობების აუცილებლობას.