სოფლები, სადაც სტუმრად ლამპრებით დადიან

ჯერ კიდევ შარშან სოფელ თორიაში, სადაც 120 ოჯახი ცხოვრობს, დაგეგმილი იყო ღამის განათების დაყენება, თუმცა პროექტი არ განხორციელდა. მოსახლეობამ რადიო „ნორ“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეუძლებელია მეზობელთან ან ახლობელთან ლამპრების გარეშე სიარული.

სოფელ ყაურმაშიც იგივე პრობლემაა. „რით განსხვავდება ჩვენი სოფელი სხვებისგან? მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან მოვითხოვთ, ჩვენს სოფელსაც საკმარისი ყურადღება მიაქციონ“ – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

როგორც სოფელ ყაურმის გამგებლის მოვალეობების შემსრულებლის, რომან მკრტჩიანისგან გახდა ცნობილი, ღამის განათების პროექტი არსებობს და ის უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგაიკ ღარსლიანის თქმით, წელს 138 ათასი ლარია გამოყოფილი სოფლებში: ყაურმა, ფოკა, უჯმანა, ფარავანი, დიდი ხანჩალი, კათნატუ, ორლოვკა, პატარა არაქალი, დიდი გონდური და დილიფიში განათების გასაყვანად.

Leave a Reply