“მწველი პოეტები” სცენაზე- ქართულად, სომხურად და ინგლისურად

9 ივნისს, ერევნის ჯერარდ კაფესჯიანის ცენტრში, “მწველი პოეტების” გალა ღონისძიება გაიმართა.

ქართულ-სომხურ-ამერიკული პენცენტრების ორგანიზებული ლიტერატურული დღეების ფარგლებში კონკრეტულ ღონისძიებაზე მონაწილე ყველა პოეტის ნაწარმოებებთან გაცნობის შესაძლებლობა გახდა – მწერლების პოეზია ერთდროულად წაიკითხეს ქართულად, სომხურად და ინგლისურად.

ღონისძიების პირველ ეტაპზე აუდიტორია გაეცნო სომეხი მწერლების პოეზიას და მათ თარგმანებს, ხოლო მეორე ეტაპზე- ქართველი მწერლების პოეზიას.

შეგახსენებთ, 8-12 ივნისს, „პენ არმენიას“, „პენ საქართველოსა“ და „პენ ამერიკის“ ინიციატივით, ერევანში, პირველად, ქართულ-სომხური სამენოვანი ლიტერატურული დღეები იმართება. 4 დღის განმავლობაში ქართველი და სომეხი თანამედროვე პოპულარული პოეტები შეხვედრებს გამართავენ, ისაუბრებენ თავიანთ ნაწარმოებებზე და იქნება პანელური განხილვები.

“მწველი პოეტების” ფარგლებში სომხეთის ავტორები არიან: არმენ ოჰანიანი, არფი ვოსკანიანი, კარენ ანტაშიანი, მარინე პეტროსიანი, ჰასმიკ სიმონიანი, ტიგრან პასკევიჩიანი, ტატევ ჩაკიანი, ანუშ კოჩარიანი.

ფესტივალზე საქართველოდან მონაწილეობენ: პაატა შამუგია, თამთა მელაშვილი, რატი ამაღლობელი, შოთა იათაშვილი, დიანა ანფიმიადი, არჩილ ქიქოძე, თეა თოფურია, ივა ფეზუაშვილი, დავით გაბუნია, ეკა ქევანიშვილი, ნანა აბულაძე, შალვა ბაკურაძე.

აღსანიშნავია, რომ  ქართულ-სომხურ თარგმანებზე იზრუნა ასია დარბინიანმა, ქართული ტექსტების ინგლისურად თარგმანზე კი – ინგა ჟღენტმა.