დავით ჭიჭინაძე – ჩვენმა მოძმე სომეხმა ერმა ასეთი დიდი ტრაგედია გადაიტანა

23 აპრილს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოში სომეხთა ეპარქიისა და საქართველოში მოქმედი სომხური სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების მიერ, სასტუმრო „ბილთმორის“ დიდ დარბაზში, სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის წევრწბისა და სახელმწიფო მოხელეების გარდა, ღინისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატირიური კორპუსის წარმომადგნელები. სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღნილ ღონისძიებაზე ისრაელი, გერმანია, ჰოლანდია და ვატიკანი, ელჩების დონეზე იყო წარმოდგენილი, აშშ-ის საელჩოდან ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის ორი წარმომადგენელი ესწრებოდა. დარბაზში ასევე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმყოფებოდა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის, საქართველოს თემის სასულიერო ლიდერები და ეკლესიების წარმომადგენლები. ოფიციალური ნაწილი გახსნა ორგანიზაცია „მშვიდობის ფონდის“ დამფუძნებელმა გიორგი ტუმასიანმა.

მან, მსოფლიო ლიტერატურასა და საერთაშორისო პრესაში სომეხთა გენოციდის შესახებ შექმნილ ნაწარმოებებზე და სტატიებზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და მმართველი პარტიის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც 1915 წლის მოვლენები გენოციდად შეაფასა.

„ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უკვე გააცნობიერა რაც მოხდა 1915 წელს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე სისხლიანი ეპოქა. ამას დაემატა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძიმე მოვლენა, მსოფლიო ომი. ამ პერიოდში ჩვენმა მოძმე სომეხმა ერმა დამატებით ასეთი დიდი ტრაგედია გადაიტანა.

მაშინდელ პერიოდში სიტყვა გენოციდი არ არსებობდა, მთელი ცივილიზებული სამყარო იყო შეძრწუნებული და მათ შორის ქართული საზოგადოებაც. მე ვფიქრობ, რადგანაც დღეს ასეთ მოვლენებს ეძლევა ასეთი შეფასებები, პირადად ჩემი სუბიექტური აზრითაც, ეს ნამდვილად გენოციდი იყო“.

ჭიჭინაძემ ასევე აღნიშნა რომ მისი „ამომრჩევლების დიდი ნაწილი არის სომეხი ეროვნების, მათი უმეტესობა კი არის ზუსტად 1915 წელს გამოქცეული ხალხის შთამომავლები. მევფიქრომ რომ ჩემი როგორც დეპუტატაის ვალია ამ ადამიანების ხსოვნას პატივი მივაგო მათთან ერთად“.

საქართველოს პარლამენტის სამი, ეთნიკურად სომეხი დეპუტატიდან ღონისძიებას მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით არჩეული, რუსლან პოღოსიანი ესწრებოდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ წელს პარლამენტის სხდომების დროს მას არ წამოუწევია სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი, თემა განიხილება სხდომათა დარბაზს მიღმა.

„როგორც განცხადება, ეს საკითხი არ წამომიყენებია, მაგრამ ამის შესახებ საუბარი ყოველთვის არის. პარლამენტის მუშობა, მხოლოდ სხდომათა დარბაზში არ მიმდინარეობს, ეს მიმდინარე სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილია“– ანიშნა რუსლან პოღოსიანმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი მაღლაკელიძემ, ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა: „გენოციდი რომელიც სამწუხაროდ სომეხმა ხალხმა საუკუნის უკან გაიარა კითხვებს არ უნდა ბადებდეს. ჩემი აზრით, არა მარტო საქართევლომ, არამედ მთელი მსოფლიოს წამყავნმა ქვეყნებმა ეს ფაქტი ჯეროვნად შეაფასეს.

დადგა დრო, რომ არა მხოლოდ ოსმალეთის იმპერიაში დატრიალებული ტრაგედია შეფასდეს გენოციდად, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ განხორციელებული ქმედებებიც. ეს საკითხები კითხვის ნიშნებს არ უნდა ბადებდეს. საკითხი მარტივად დგას, ჩემი აზრით, არა მარტო სომხური გენოციდი, არამედ სხვა გენოციდები, რომლებიც სამწუხაროდ დღესაც მიმდინარეობს, ყველა ერისა და პროგრესული საზოგადოების მხრიდან ერთსულოვნად უნდა შეფასდეს“.

Leave a Reply