სომხეთი დაგმობს იეზიდების გენოციდს

იეზიდების გენოციდის აღიარება, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სომხეთის ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ეთანხმება. მათი აზრით, იეზიდი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

სომხეთის პარლამენტში წარდგენილი განცხადების პროექტით, ერაყში 2014 წლის იეზიდთა გენოციდის აღიარებას მხარი დაუჭირა ყველა საპარლამენტო ფრაქციამ. განცხადების პროექტის სახელწოდებაა- “იეზიდთა ხალხის გენოციდის დანაშაულის შესახებ, რომელიც 2014 წელს ჩადენილია ტერორისტული ჯგუფის მიერ ერაყის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”.

კანონპროექტის წარმომადგენელმა, რუსტამ მაჰმუდიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოითხოვა არა მხოლოდ გენოციდის დაგმობა, არამედ საერთაშორისო გამოძიების ხელშეწყობა.

პარლამენტარმა ახსენა, რომ 2014 წლის აგვისტოში ერაყის ქალაქ მინჯარში, დაახლოებით, 800 იეზიდი მოკლეს, 5 ათასი გოგო და ქალი გაიტაცეს და მონად გაყიდეს.

Leave a Reply