სერჟ სარგსიანის ძმისშვილის ექსტრადირება განხორციელდა

6 დეკემბერს პრაღაში სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ნარეკ სარგსიანი კვალს მიაგნიეს. საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა ევროპის რამდენი ქვეყნის სამართლდამცავი ორგანოს და ინტერპოლთან თანამშრომლობით. ძებნილი პირის შესახებ ინფორმაცია გადაეცა სომხეთის გენერალურ პროკურატურას ექსტრადირების პროცესის ორგანიზების მიზნით.

აღვნიშნავთ, რომ ნარეკ სარგსიანი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, შემდგომში ასევე პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის ძმის ალექსანდრე (საშიკ) სარგსიანის შვილი გახლავთ. ნარეკ სარგსიანმა სამართლდამცავ ორგანოებს გვატემალის მოქალაქეობის ყალბი პასპორტი წარუდგინა, რომელიც ფრანკლინ გონსალესის სახელზე იყო გაცემული.

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს ალექსანდრე სარგისიანი დააკავეს ქალაქ ერევანში, სასტუმრო ანის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებული ეჭვმიტანილი იყო საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე. მოგვიანებით ნარეკ სარგსიანი გაათავისუფლეს, რადგან იარაღი კანონიერი აღმოჩნდა.