სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერის შემსრულებელი მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი არმენ გევორგიანი 26 აპრილს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ის მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი უკვე მოსკოვშია, ის შეხვედრებს “რუსეთის ოფიციალურ პირებთან” გეგმავს. მოლაპარაკებებზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც ეხება სომხეთის შიდა პოლიტიკურ კრიზისს და რუსეთ-სომხურ ურთიერთობებს.

ცნობილი გახდა ასევე, რომ რუსი დიპლომატები შეხვდნენ სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფაშინიანის თანაშემწე არარატ მირზოიანი და “სამოქალაქო კონტრაქტი” პარტიის პრესმდივანი ტიგრან ავინიანი. დიპლომატებმა საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს “მოქმედი ხელისუფლების ორგანოებთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსტრუქციული დიალოგისაკენ” მოუწოდეს.

“დღეს შევხვდი რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს და მივიღე კონკრეტული გარანტიები, რომ მოსკოვი არ ჩაერევა სომხეთის შიდა საქმეებში”, – დასძინა ფაშინიანმა 25 აპრილს, ერევნის ცენტრში რესპუბლიკურ მოედანზე გამართულ აქციაზე.

Leave a Reply