სომხეთის ვიცე პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთში გაემგზავრა

სომხეთის ვიცეპ რემიერის მოვალეობის შემსრულებელი, არმენ გევორგიანი 26 აპრილს, რუსეთში გაემგზავრა. “რადიო თავისუფლების” ცნობით, გევორგიანი აეროპორტში დაცვის სამსახურის თანამშრომლების გარეშე მივიდა და სასაზღვრო კონტროლი რიგით გამშვებ პუნქტზე გაიარა და არა ოფიციალური დელეგაციებისთვის განკუთვნილ დარბაზში.

გუშინ, ასევე, გავრცელდა ცნობა, რომ ერევანში რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი ჩაფრინდა. თვითმფრინავი რუსეთის საპრეზიდენტო საქმეთა დეპარტამენტის სპეციალურ გუნდს “Россия”-ს ეკუთვნის.

ვლადიმერ პუტინსა და არმენ სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი 25 აპრილს შედგა. პრეზიდენტების საუბრის თემა სომხეთში არსებული ვითარება იყო.

დღეს სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდება. 25 აპრილს საპროტესტო აქციაზე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ ფაშინიანს პროკურატურის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა დაუჭირეს მხარი.

Leave a Reply