აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ დაბომბვას არცახში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

აზერბაიჯანული მხარის მიერ განხორციელებულ დაბომბვას არცახში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას არცახის ომბუდსმენი არტაკ ბეგლარიანი ავრცელებს.
„მარტუნის დასახლებაში ორი ადამიანი დაიღუპა: ერთი ქალი და ერთი ბავშვი, კიდევ ორი დაჭრილია. სხვა დასახლებების მონაცემები ირკვევა. ასევე დაბომბეს სკოლები, მათ შორის სტეპანაკერტში. ბევრ დასახლებულ პუნქტში ფართო მასშტაბით არის დაზიანებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ბეგლარიანმა.