112-ს სომხეთის პოლიციის დელეგაცია ესტუმრა (ვიდეო/ფოტო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მმართვის ცენტრ „112“-ს სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

„112“-ის წარმომადგენელი სტუმრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მმართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ ესაუბრა. სომხეთის დელეგაციის წევრები „112“-ში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინიტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მმართვის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.

Leave a Reply