ახალქალაქიდან სპორტსმენები სომხეთის ეროვნული ნაკრებში მიიწვიეს

23 – 28 ოქტომბერს სომხეთში ჩატარებულ კრივის ჩემპიონატზე, ახალქალაქიდან სამმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც ისინი სომხეთის ნაკრებში მიიღეს.

არმენ გრიგორიანმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ვანაძორელ სპორტსმენს დაუთმო ადგილი და ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

არშაკ ელიზბარიანმა ჩემპიონატის მეოთხედ ფინალი ტრავმის გამო დატოვა, ხოლო აღასი ელიზბარიანმა, ნახევარფინალში მიიღო ტრავმა და იძულებული გახდა დაეტოვებინა ბრძოლა – მან ბრინჯაოს მედალი მიიღო.

სპორტსმენებისთვის ჩემპიონატი წარმატების ტრამპლინი აღმოჩნდა. მიღებული შედეგების მიხედვით ისინი სომხეთის ეროვნულ გუნდში მიიღეს.

“ჩვენი შესრულება კარგი იყო. სამწუხაროდ, არშაკსა და აღასს არ შეეძლოთ ბრძოლის გაგრძელება ტრავმების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გამარჯვების შანსი ჰქონდათ”, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

Leave a Reply