მესი და მისი თანაგუნდელები აზერბაიჯანთან მეგობრულ თამაშს არ ჩაატარებენ

არგენტინას და აზერბაიჯანის ფეხბურთის ეროვნულ გუდებს შორის მეგობრული თამაში არ ჩატარდება “ალბისელესტის” ვარსკვლავის ლიონელ მესის და მისი თანაგუნდელების სურვილით, წერენ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები. ფეხბურთელებმა თავიანთი გადაწყვეტილება მესსის მეშვეობით არგენტინის ფეხბურთის ასოცაციის პრეზიდენტს გადასცეს.

არგენტინული ფეხბურთის ასოციაცია მომავალ წელს ნიგერიასთან მეგობრულ მატჩამდე, მიზნად ისახავდა აზერბაიჯანთან და უკრაინასთან მეგობრული შეხვედრებს გამართვას, რადგან ეს ქვეყნები ახლოს არიან რუსეთთან, სადაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

არგენტინა და ნიგერია თამაში 14 ნოემბერს კრასნოდარში არის დაგეგმილი.

Leave a Reply