კომპლექსური პროგრამა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენელთათვის

„მრავალეროვანმა საქართველომ“ და „სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკურმა რესურსცენტრმა“ განახორციელეს კომპლექსური პროგრამა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მოწვეული ადგილობრივი საზოგადოებრივი აზრის ლიდერებისთვის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთათვის, ახალგაზრდებსა და სტუდენტებისთვის სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან.

14522689_1368498036534107_5171761745015093738_nპროგრამის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა მიზნობრივი ჯგუფების შესაძლებლობების განვითარება, ისევე როგორც მათი ცნობიერების დონის ამაღლება ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორებიცაა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის არსი, მნიშვნელობა და საზოგადოებრივი სიკეთეები.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – ქალბატონი ანა დოლიძე.

პროგრამა განხორციელდა საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის, კანადის მთავრობისა (ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის კანადის ფონდი) და ა.შ.შ. ფონდის „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

Leave a Reply