მოლაპარაკებების შედეგად სოფელ კუმურდოდან დაკავებულები გაათავისუფლეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში 30 სექტემბრის დილას შექმნილი დაძაბული ვითარება სოფლის მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა, რის შედეგად 2 ადამიანი დააკავეს.

შუადღის შემდეგ სოფელ კუმურდოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა, რომელმაც ეკლესიის ტერიტორიაზე მოლაპარაკებები დაიწყო სომფლის მოსახლეობასა და ოფიციალურ პირებს შორის. მოლაპარაკებების შედეგი სოფლის მოსახლეობას პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა სამველ მანუკიანმა და პარლმენტის ყოფილმა დეპუტატმა, ახლა უკვე “პატიოტთა ალიანსის”ახალქალაქის მერობის კანდიდარმა სამვლ პეტროსიანმა, მათი თქმით მინისტრი დაპირდა, რომ დაკავებული პირები განთავისუფლდებიან.

Jnews.ge-ის ინფორმაციით მინისტრ მღებრიშვითან შეთანხმდნენ, რომ დაკავებულების განთაისუფკების შემდეგ სოფლიდან გამოყვანილები იქნებიან სპეცრაზმის ქვედანაოფები ხოლო სოფლის მოსახლება ეკლესიის ტერიტორიას დატოვებს. ადგილზე ვითარების კონტროლს ახალქალაქის პოლიციის წარმაფგემლები გააგრძელებენ.
რაც შეხება დაძაბულობის მიზეზს, მე-10 საუკუნის ეკლესიის ეზოში ხაჩქარის დამონტაჟებას, მოლაპარაკებლების თანახმად, ეს საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებებში არ შედის და ეს საკითხი სასულიერო პირების სურვილით უნდა გადაწყდეს.

Leave a Reply