იან კელი-მე პირადად ძალიან ვარ დაინტერსებული სომეხი ერის ისტორიით

საქართველოში, კერძოდ კი ჯავახეთში, აშშ-ს გეგმებსა და პროექტებზე, ასევე საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე სააგენტო jnews.ge. გაესაუბრა ჯავახეთში ერთდღიანი ვიზიტით მყოფ აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის. 

ელჩის თქმით,  მისი პირველი ვიზიტი სამცხე – ჯავახეთში უკავშირდება  სომეხი ხალხის ისტორიისადმი მის ინტერესს.

„პოლიტიკური ცხოვრების გამო, დიდ დროს თბილისში ვატარებ. ცხადია,  რომ ქვეყნის რეალური პორტრეტის მისაღებად საჭიროა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა, მე კი განსაკუთრების ჯავახეთში ჩამოსვლა მინდოდა, რადგან ვიცი რომ აქ სომხური მოსახლეობა ცხოვრობს. მე პირადად ძალიან ვარ დაინტერსებული სომეხი ერის ისტორიით, რადგან  მე მინსკის გჯუფის ამერიკელი წარმომადგენელი ვიყავი, რომელიც არეგულირებდა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დიალოგის პროცესს.  არც ვიცოდი, რომ ჯავახეთი სომხებით კომპაქტურად დასახლებული პუნქტია, თუმცა ვიცოდი რომ საქართველოში ბევრი სომეხია“.

ელჩმა კელიმ ასევე ბრძანა,  რომ სურს გაიგოს თბილისისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ და პასუხობს თუ არა მთავრობა მათ ინტერესებს.

საპასუხოდ ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობიდან დღემდე უმცირესობების ინტეგრაციის რთული და გრძელი პროცესი მიმდინარეობს.

კელის თქმით: „წინვლა არის. 25-26 წელი დიდი პერიოდი არ არის. 1991 წლამდე საერთო ენა  რუსული იყო. ჩემი აზრით, საჭიროა ეთნიკურმა უმცირესობებმა შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა და ენა. მაგრამ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ, ცხოვრებაში მონაწილეობა და სახელმწიფო ენის ცოდნა. რუსული  –  დიდებული ენაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა , არა მხოლოდ ჯავახეთის მოსახლეობამ,  განსაკუთრებთ  ახლაგაზრდებმა, ინგლისური ისწავლონ. ეს არ არის განპირობებული იმით, რომ მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. ინგლისური 21-ე საუკუნეში ეკონომიკის ენაა“.

ელჩის აზრით, ჯავახეთის სომხების ინტეგრაციას, რუსული ენა რაღაც დონეზე  ხელსაც კი უშლის.

„შემინიშნავს, რომ თბილისში 30 წლამდე ახალგაზრდები, ლაპარაკობენ არა რუსულად, არამედ ინგლისურად. დროის განმავლობაში რუსული დაკარგავს თავის მნიშვნელობას, მაგრამ ვიმეორებ, რომ მე მიყვარს რუსული ენა და ლიტერატურა“ -თქვა კელიმ.

Leave a Reply