სოფელ წერეთელს განახლებული სკვერი ექნება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში არსებული 9 აპრილის სახელობის სკვერის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციის სამუშაობი მიმდინარებს, – ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტით წარმოდგენილი კონცეფცია მოსახლეობის ინიციატივით, ჩართულობითა და იდეებით არის მომზადებული.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ კი გამოიყოფა მემორიალის ისტორიული ზონა და ყოველდღიური თანამედროვე ზონა. პირველ ზონაში განხორციელდება 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია და მოპირკეთება.

გათვალისწინებულია არსებული განათების დიზაინის განახლება-შეცვლა, ტერიტორიის ღობის განახლება და რეკონსტრუქცია. მეორე ზონას დაყოფილი იქნება რამდენიმე ნაწილად, კერძოდ კი ცენტრალური შესასვლელი, აუზის სივრცე ყვავილების გაზონითა და სასმელი წყლის შადრევნით, სპორტული აქტივობების სივრცე, საბავშვო ატრაქციონების სივრცე ფერადი საფარით, მშობლების და სამკითხველო სივრცე, წიგნების ყუთებითა და განათებით, ზრდასრულთა გასართობი სივრცე შესაბამისი ავეჯით და ახალი ხე-ნარგავებით,მოსასვენებელი სივრცე დახურული სკამ-საქანელით და ახალი ხე-ნარგავებით, ბავშვთა მოსასვენებელი სივრცე დეკორატიული მორებით, სცენა და ტრიბუნის ტიპის სამაყურებლო.

სოფელში გასართობ–შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში იქნა წარმოდგენილი, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესო იდეად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი პოლონელმა ექსპერტებმა მერიასთან ერთად შეარჩიეს საპილოტედ, რაც გულისხმობდა სკვერის დაპროექტება/დაგეგმარებას მოქალაქეებისა და პროექტის ავტორების ჩართულობით პოლონელ და ქართველ არქიტექტორებთან ერთად. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 165 498 ლარია.

Leave a Reply