ვაჰაგნ ჩახალიანი ახალქალაქის სოფელ კუმურდოში მომხდარი მოვლენებზე

“მწუხარებას გამოვთქვამთ, 2017 წლის 30 სექტემბერს სომხებით დასახლებულ ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოს თემში მომხდარი მოვლენების გამო. კუმურდოს ეკლესიის მეზობლად აღმოჩენილი წინაპრების ძვლების გადასაფლავების და ნანგრევებზე ხაჩქარის დადგმის საკითხთან შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ ავლენს ორ რამეს.
პირველი ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს სომხების ეროვნულ-კულტურული და რელიგიური უფლებების მიმართ გაუგებარ ქცევას, რითაც თურქეთსა და აზერბაიჯანს ეკონომიკურ-პოლიტიკური ზეწოლის საშუალებას აძლევს.
მეორე, რომ პრობლემების მოუგვარებლობას ან ნელი ტემპით მოგვარების სიტუაციას იყენებენ სხვადასხვა ოპორტუნისტული და უპასუხისმგებლო ელემენტები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ვიწრო ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების მიღწევას რეგიონული დესტაბილიზაციის გზით.
ახლა ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ლოგიკური და კონსტრუქციული გადაწყვეტილების გზით გადაჭრას კუმურდოს თემის პრობლემური საკითხი და არ გამოიწვიონ ჯავახეთის სომხების დაპირისპირება.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სომხების უფლებების სფეროში და საქართველო-სომხეთის შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი გაკეთდა. დადებითი პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ გვქონდა მიზეზი განვაცხადოთ, რომ ჯავახეთის სომხების და საერთოდ საქართველოს სომხების უფლებების მხრივ რეფორმები ნელი ტემპით ვითარდება და არ შეესაბამება სომხური მოსახლეობის მოლოდინს.
ახლა მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაბალანსირებული ოპერაციებით დაუყოვნებლივ დაამყარონ მშვიდობა ჯავახეთში, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი რეგიონის სომეხ ლიდერებთან მშვიდობის დამყარების, ადამიანისა და ეროვნული უფლებების გარანტიების გაძლიერების მიზნით.
სიტუაციის დესტაბილიზაციის ელემენტებს ვურჩევდით, ნუ გახდებით თურქულ-აზერბაიჯანული ინტერესების ინსტრუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის წესებს გამოვიყენებთ მათი თაღლითობის აღმოჩენისა და მშვიდობის აღდგენისთვის.
სომხურ-ქართული კეთილმეზობლური ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა თურქულ-აზერბაიჯანულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ალიანსში, მათ პან-თურქულ მისწრაფებებზე და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუშვათ, რომ ჩვენს ურთიერთობებს საფრთხე დაემუქროს.
როგორც გუშინ, ასევე დღეს და ხვალაც ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლა კანონისთვის, უფლებისა და მშვიდობისთვის, რეგიონის დამოუკიდებელი და ძლიერი სომხური და ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საბოლოო მიზნისთვის.
                                                                                                                        ვაჰაგნ ჩახალიან, 30.09.2017″.

Leave a Reply