შვეცარიაში აუქციონზე აივაზოვსკის მოპარული ტილო წარადგინეს

შვეცარიაში გამართული ერთ-ერთ აუქციონის დროს აივაზოვსკის 1976 წელს მოპარული ტილო წარადგინეს. РИА Новости-ის განცხადებით, სომეხი მხატვრის ჰოვჰანნეს აივაზოვსკის ტილო 1976 წელს მოიპარეს რუსეთში.

რუსეთის შინაგანი საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკიმ განაცხადა, რომ “მიღებული ინფორმაციის თანახმად, შვეციარიის ტერიტორიაზე, KOLLER აუქციონის სახლში გამართულ გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ჰოვჰანნეს აივაზოვსკის “რეველის სცენა”. ტილო, რომელიც დახატულია 1845 წელს (ორიგინალური სახელწოდება “ზღვა”) და შეფასებულია ერთ მილიონზე მეტად აუქციონიდან მოიხსნა”.

ვოლკიის თქმით, ტილო მოპარული იყო “დმიტროვსკი კრემლ” მუზეუმიდან. ახლა რუსეთის შსს და შვეცარია მუშაობენ ტილოს რუსეთში დაბრუნების საკითხზე.

Leave a Reply