არცახში სომეხი ახალგაზრდების ჯგუფს ავსტრალიიდან უმასპინძლეს

არცახის ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილემ ვაჰრამ ბალაიანმა ავსტრალიის ქალაქ სიდნეის “არშაკ და სოფი გოლსტნის” სემინარიის სტუდენტებსა და პედაგოგებს დირექტორის ედუარდ დემირჭიანის ხელმძღვანელობით უმასპინძლა.

ბალაიანმა სტუმრებს სომხეთის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობის დეტალები გააცნო. მან ასევე ეროვნული კრების სამთავრობო სისტემებზე ისაუბრა.

“როცა სომხეთში ჩვენ სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ, არცახს ყოველთვის ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და მე ვფიქრობ, რომ ამან საშუალება მისცა სომხეთს შეენარჩუნებინა ღირსება, იდენტობა და ამავე დროს შეგვექმნა კულტურული ღირებულებები, რომლებიც შეესაბამება მსოფლიო ღირებულებებს” , – განაცხადა ბალაიანმა.

Leave a Reply