ახალქალაქელი ანაჰიტ სტელმაშოვა იტალიაში პირველი პრემიის ლაურეატი გახდა

3-8 ივლისს, იტალიის ქალაქ პეზაროში კლასიკური მუსიკის “მომავლის ვარსკვლავები 2018” მე-8 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. კონკურსზე პირველი პრემიის ლაურეატი საქართველოს წარმომადგენელი ანაჰიტ სტელმაშოვი გახდა, რომელიც წარმოშობით ახალქალაქიდან არის. გამარჯვებით, მან ასევე 2019 წელს იტალიაში კონცერტზე მონაწილეობის შანსი დაიმსახურა.

ანაჰიტმა იტალიაში ვიზიტის დროს 3 სხვადასხვა ქალაქში გამართა კონცერტი. იგი ფესტივალის ერთადერთი წევრი იყო საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. ფესტივალის ფარგლებში იგი იტალიაში მცხოვრებ და მოღვაწე, ოპერის ცნობილ ქართველ მომღერალს ნინო ლეჟავას შეხვდა.

Leave a Reply