ნოემბერში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდებიან

“ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ნოემბრის შუა რიცხვებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდებიან”, ამის შესახებ დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა.

სააგენტო APA -ის ცნობით, აზერბაიჯანის მინისტრმა აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეებისა და მინისტრების შეხვედრის ზუსტი ადგილმდებარეობა და დრო ჯერ უცნობია. “ეს ცნობილი გახდება თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ”, – განაცხადა მამედიაროვმა.

Leave a Reply