ერევანში მოსწავლეებს შორის ჩხუბი ერთმანეთის დაჭრით დასრულდა

19 თებერვალს, ერევანში სკოლის მოსწავლეების შორის შეკამათება მოხდა, რომელიც დანის ჭრილობებით დასრულდა.

Shamshyan.com-ის მიხედვით, პოლიციამ განაცხადა, რომ 16:00 საათზე კლინიკაში გადაყვანილი 17 წლის ვიგენ ნ. და ასევე მოგვიანებით კლინიკაში გადაყვანილი 17 წლის  რაფაელ ვ. ერთსა და იმავე მისამართიდან გადაიყვანეს, სადაც მათ კამათი მოუვიდათ. მოზარდებს აღენიშნება ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ამ ეტაპზე ისინი ჩვენებას ვერ მისცემენ.

ვიგენ ნ. ერევნის 178-ე სკოლის მე-11 კლასელია, ხოლო რაფაელ ვ. 83-ე სკოლის მე-11 კლსელი.

Leave a Reply