ბაქო-თბილისი-ყარსის  რკინიგზა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას

ბაქო-თბილისი-ყარსის  რკინიგზა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყულალისში მდებარე ჰარუთიუნ ღაზარიანის სახლიდან 32 მეტრში გადის.  გარდა დისკომფორტისა, ღაზარიანი სახლის დანგრევის საშიშროების წინაშე დგას.

რკინიგზის გაყვანის შემდეგ, სოფლის ბოლოს მდებარე ეს სახლი რკინიგზის შედარებით დაბალ წერტილში აღმოჩნდა. შედეგად, მთელი სოფლის წყალი მის ეზოში გროვდება.

„მძიმე ტექნიკის მუშაობის გამო სახლის კედლები გაიბზარა, თუ ასე გაგრძელდება, სახლი ავარიული გახდება. რკინიგზის მშენებლობის პერიოდში პროექტში აღმოჩნდა ასევე ჩვენი მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ იყიდეს, მაგრამ სახლი მიმდინარე მშენებლობის შედეგად დაზარალდა. ხანდახან გვეკითხებიან, რატომ გავყიდეთ  მიწა.  არ შეგვეძლო არ გაგვეყიდა, ჩვენ ვინ გვეკითხება?“- ამბიობს ჰარუთიუნ ღაზარიანი.

სახლის პატრონის თქმით, 2010 წელს შეისყიდეს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელზეც რკინიგზას უნდა გაევლო. ღაზარიანმა დანამდვილებით  არ იცის ვინ შეისყიდა, მაგრამ ისინი დაპირდნენე, რომ სახელმწიფო სახლსაც აუცილებლად შეისყიდიდა.

ჰარუთიუნ ღაზარიანი ამბობს, რომ მან მიმართა საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რის საპასუხოდაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიიღო საბუთი,  რომ წერილი მისულია  ადრესატამდ. თუმცა დღემდე არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა.

ბორის ღარსლიანი

Leave a Reply