იუსტიციის სახლს სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია (ფოტო)

იუსტიციის სახლი სომხეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა – ლენა ნაზარიანმა დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგატები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებს, ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც.