ბრიუსელში ფაშინიანისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელმაც დაახლოებით ნახევარი საათი გასტანა,  სომხეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასაწყისში მაკრონმა ნიკოლ ფაშინიანს ხავერდოვანი რევოლუციის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა .

პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ფაშინიანის პირველი სამუშაო ვიზიტია ბელგიაში, სადაც ნატოს სამიტი იმართება.

Leave a Reply