სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გაახანგრძლივა

სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის ეროვნული ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გარკვეული შეზღუდვები 13 აპრილის შემდეგ მაინც მოიხსნება.

კორონავირუსის გავრცელების გამო, პირველად საგანგებო მდგომარეობა სომხეთმა 16 მარტიდან -14 აპრილამდე გამოაცხადა.