1159 დაინფიცირებული და 18 გარდაცვლილი – სომხეთის ბოლო მონაცემები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 1156 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კიდევ 68 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის სომხეთში  სულ 358 გამოჯანმრთელებულია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 783 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი კი 18-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 9632 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 1156 დადასტურებულია.