მთიან ყარაბაღში ავარიას ჯარისკაცი ემსხვერპლა

15 მარტს, დაახლოებით, 17:30 საათზე თავდაცვის არმიის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, სამხედრო ვარჯიშის დროს ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც, 1999 წელს დაბადებული ჯარისკაცი ედგარ  ერამიანი დაიღუპა.

მომხდარზე თავდაცვის არმიის პრესსამსახური იუწყება . მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის დეტალების გასარკვევად.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

Leave a Reply