ხანძარი თბილისის მე-14 საუკუნის ეკლესიაში

27 ნოემბრის გამთენიისას, თბილისში მდებარე მე-14 საუკუნის მუღნეცოც წმინდა გიორგის სომხურ ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაიწვა ეკლესიის ერთადერთი მყარად მდგომი კედლის, ოდესღაც მთავარი შესასვლელის კარი.

1

227 ნოემბერს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ხალხს ეწინააღმდეგებოდა და დამწვარ კარებთან მიახლოვებას უშლიდა ქალბატონი, რომელიც „ალიქ მედია“-სთან საუბარში უარს ამბობს ვინაობის გამხელაზე, სამაგიეროდ უცნობმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ თვითონ უსახლკაროა და პერიოდულად უარს ამბობს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ საერთო საცხოვრებელზე, რადგან ის ქალაქგარეთ მდებარეობს.

თვითონ ქალბატონი კი ცხოვრობს დანგრეულ ეკლესიაში. როგორც მან აღიარა ხანძარი სავარაუდოდ გაჩნდა მის მიერ ანთებული ცეცხლისგან.

15231550_1212556285487236_1170375601_o-300x225„ეკლესიის ტერიტორია გამისუფთავებია, აქ ღამის გასათევად მოვდივარ, წყალი მომაქვს და საჭმელსაც ვამზადებ. საღამოს ცეცხლი დავანთე წყლის გასათბობად და უცბად ჩამეძინა. როცა გავიღვიძე ჩემი ნივთების ნაწილი უკვე დამწვარი იყო“. – ამბობს უსახლკარო ქალბატონი.

შემთხვევასთან დაკავშირებით „ალიქ მედია“ ესაუბრა საქართველოს  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის პრეს-მდივანს სუსანა ხაჩატრიანს, რომელმაც განაცხადა:

„საქართველოს  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარია პირადად ეწვია ეკლესიას  და გაეცნო ვითარებას. სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი გამხდარა ადგილზე მცხოვრები უსახლკარო ხალხის უყურადღებო მოპყრობა. საკითხი ამჟამად  მუშავდება“. – აღნიშნა სუსანა ხაჩატრიანმა. მან ასევე განმარტა, რომ ეკლესია შემოღობილია, თუმცა უსახლკაროებმა  მოახერხეს,  გზა ეპოვათ და შიგნით შესულიყვნენ.

„ალიქ მედია“ ასევე დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს, საიდანაც განაცხადეს, რომ უნდა აღიძრას საქმე საქართველოს სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ქონების დაზიანებას ან უყურადღებობის გამო ქონების განადგურებას.

შეგახსენებთ, რომ მუღნეცოც წმინდა გიორგის სომხური ეკლესია საქართველოს მიერ  სადავო ეკლესიათა რიცხვშია. ეკლესია 2009 წლიდან ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაშია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

Leave a Reply