მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ირგვლივ საქართველოში გავრცელებული დეზინფორმციული გზავნილები

მთიანი ყარაბაღის 9 თვიანი ბლოკადის შემდეგ, 19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა დაიწყო 24-საათიანი შეტევა მთიან ყარაბაღზე და მასზე, სამხედრო გზით,  სრული კონტროლი დაამყარა. ბაქომ მთიანი ყარაბაღში მცხოვრებ 120 ათასი ეთნიკურ სომეხს რეინტეგრაცია შესთავაზა. თუმცა აზერბაიჯანული რეიტეგრაციის გეგმისადმი  უნდობლობის გამო, მთიანი ყარაბაღის მკვიდრი მოსახლეობა, დაახლოებით 120 ათასი ეთნიკური სომეხი, ფაქტობრივად, იძულებით გადასახლდა. რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა გამოხმაურება საქართველოშიც ჰპოვა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოვლენები, საქართველოში, ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ დეზიფორმაციული  გზავნილების გავრცელებისთვის გამოიყენეს.

25 სექტემბერს პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდმა “ლიდერი 41” პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღიდან მიგრირებული 40 000-მდე ეთნიკურად სომხეს ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქეების სახლებში დაასახლებენ. ინფორმაცია ერთდროულად David Tordia-მ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზეც გამოაქვეყნა. თორდიას გვერდზე ასახულ ინფომაციიდან ჩანს, რომ ის მუშაობს “ლიდერი 41”-ზე.

გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო გამეხმაურა და 26 სექტემბერს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ზემოხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და “იაფფასიანი სპეკულაციაა”, რომელიც “შექმნილ რთულ ვითარებაში” სომეხი ხალხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად. 

“სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღზე ბოლო სამხედრო თავდასხმის შედეგად სომხეთში გადაყვანილი სომხების; სომხეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სხვა ადგილებში განსახლების შესაძლო ზრახვებთან დაკავშირებით. სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში უარყოფს მსგავს გამოგონილ ყალბ ამბებს და გმობს მათ გავრცელებას და ამ თემით იაფფასიან სპეკულირებას, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღისა და სომეხი ხალხისთვის ამ რთულ დროს”, – წერია განცხადებაში. 

მსგავის დეზინფორმაციული ნარატივების ჩემცველი მესიჯები, ვებ-გვერდმა – ge.kavkazplus.com-მაც გაავრცელა. 2023 წლის 15 ოქტმბერს გამოქვეყნებულ სტიაში წერია: “დღეს “ჯავახკელი” სეპარატისტები ოკუპირებულ სეპარატისტულ აფხაზეთში ჰაიებთან ერთად ყველანაირად ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ ისინი რჩებიან “რუსეთის უკანასკნელ იმედად კავკასიაში”. ამისთვის სთავაზობენ პროვოკაციულ რაღაცეებს, როგორც ვითომ „რუსეთის დიდების შეხსენება“, რაც ამავდროულად შეიძლება ჩაითვალოს გაწნულ სილად საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ”.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაციაც არ არის სიმართლე, რადგან არც სამხცე-ჯავახეთის სომხებისგან და არც აფახაზეთიდან ამ თემასთან დაკავშირებით არცერთი განხადება არ გაკეთებულა.

“ალიქ მედია”-მ, დეზინფორმაციულ გზავნილებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ენთიკური უმცირესობების წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანებთან დაკავშირებით, “ფაქტ-მეტრი”-ს მთავარი რედაქტორს მალხაზ რეხვიაშვილს ესაუბრა.

მალხაზი “ალიქ მედია”-სთან საუბარში ამბობს, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია ძალიან წააგავს რუსული პროპაგანდისტული კამპანიის კარგად გამოცდილ მეთოდბს, რომლის მიზანიც კავკასიაში მცხოვრებ სამი სახელმწიოფოს მოქალქეებს შორის, ეთნიკური დაპირირისპირების შენარჩუნებაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა ჩაასახლებენ თუ არა ყარაბაღიდან ადამიანების აფხაზეთში…  კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება მედიურად ამის შესაფუთად მართლა ვიღაცას მოკიდონ ხელი და მართლა ვიღაცა სოხუმში ჩაასახლონ, მაგრამ არ უნდა უნდა დაგვავიწყოთ, რომ ესეც იქნება საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ქართულ-სომხური, ქართულ-აზერბაიჯანული და აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების გასაფუჭებლად, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე და იქამდეც.

მისივე თქმით: “აღნიშნული [ყარაბაღელი სომხების აფხაზეთში ჩასახლების შესახებ ინფრომაცია] ალბათ, უფრო მიემართება იმას, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს და სომხეთის მოქალაქეებს ერთმანეთთან ურთიერთობა გავგვიფუჭდეს. ამასთან, ეს არ უნდა განვიხილოთ განცალკევებულად, ანუ დეზინფორმაციას დზეინფორმაცია და პროპაგანდას, პროპაგანდა იმიტომ ჰქვია, რომ თითოეული ყალბი ამბავი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ან თითოეული ნახევრად სიმართლე რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის უფრო დიდი სურათის, დიდი საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი. შესაბამისად, მისი ნაწილის ცალკე აღებულად გაზიარება კი არ არის რუსეთის სახელმწიფოს მიზანი, არამედ იმ ოპერაციაში ჩასმა, რომელის საბოლოო მიზანი არის, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთთან დაგვაპირისპიროს”. 

ასევე, მალხაზი დასძენს რომ, თუ ჩვენ ერთმანეთს არ უპირისპირდებით და შევძლებთ კეთილად თანაცხოვრებას, მაშინ რუსეთი დაკარგავს გავლენებს კავკასიაზე. ამჟამად რუსეთი ცდილობს უკვე არსებულ, ყველა ტიპის კონფლიქტი გამოიყენოს, რათა შეინარჩუნოს მისი იმპერიური როლი კავკასიაში. რეხვიშვილის სიტყვებით, ამ ყველაფერს უნდა ვებრძოლოთ სიმართლით, როგოლრც ის ამბობს, ისტორია არჩვენებს, რომ სიმართლე იმარჯვებს.

“სიმართლე არის ყველაზე კარგი იარაღი, იმიტიმ რომ წინ ცუდად არ დაგვხდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სიმართლე რაც არის ის გავარცელოთ, ტყულის თუ ვნახავთ შევებრძოლოთ. ვეცადოთ, ადამიანები, რომელთაც ტყუილი მოისმინეს და მისი გავლენი ქვეშ არიან, დაგავარწმუნოთ და რეალობა დავანახოთ. თუ სიმართლეს არ გაავრცელებ, გავრცელდება მარტო ტყუილი, და ერთადერთი გზა ტყუილი რომ არ გავრცელდეს, არის ის, რომ მას ფაქტებით და სიმართლით დავუპირისპირდეთ. ამასთან, მნიშვნელოვანია როგორ ტონს გამოვიყენვთ ერთმანეთთან საუბარში. აუცილებელია რომ ერთმანეთს  ურთიერთდაპირისპირებულის როლიდან არ ვესაუბროთ” – ამბობს მალხაზი.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში განხილული მაგალითები, რეგიონში განვითარებული მოვლენების დეზინფორმაციული მიზნებისთვის გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციული მესიჯები 2022 წელსაც გავრცელდა. 2022 წლის 21 ნოემბერს ge.kavkazplus.com-მა “სომხების განსახლება აფხაზეთში: სომხური თემის ლიდერები პრინციპულად უარს აცხადებენ განმარტებებზე” სტატია გამოქვენა, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღის მკვიდრი, სომხური მოსახლეობის აფხაზეთში ჩასხლება იგეგმებოდა. საინტერესოა, რომ სექტემბერში განვითარებული მოვლენების მსგავსად, ამ სტატიის გამოქვეყნებას მთიან ყრაბაღში  დაპირისპირების გამწვავება უსწრებდა წინ. აღსანიშნავია, რომ სტატიაში განხილული მაგალითების მსგავასდ, შარშან გავრცელებული ინფორმაციაც ყალბია და იგი არც ერთი ფაქტობირივი გარემოებას არ ემყარება. 

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გარკვეული აქტორები ცდილობენ კორდინირებულად გაავრცელონ დეზინფორმაციული გზავნილები, რომელიც ერთი მხრივ ქვეყნისთვის უმწვავესი პრობლემას – ოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა იყენებს და ამით ცდილობს საქართველოში როგორც მეზობლების მიმართ, ასევე ქვეყნის შიგნით მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის მიმართ უკმაყოფილება და მტრული განწყობები წაახალისოს. აღნიშნული პრობლემა საქრთველოსთვის ახალი არ არის. სხვადასხვა დროს, ქვეყანაში მეზობლების მიმართ ორგანიზებული დეზინფორმაციული ნარატივები ვრცელდება ხოლმე. თუმცა, მოცემული შემთხვევა იმით არის საყურადღებო, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაში საჯაროდ და პირდაპირ ჩაერთვნენ ისეთი აქტორები, რომლებიც, როგორც წესი, სამთავრობო პროაგანდის გამავრცელებლები არიან. აღნიშნულის მაგალითად შეგვიძლია სტატაში მოყვანილი შემთხვევა დავასახელოთ. როცა პროსამთავრობო ფეისბუქ გვერდმა და მისმა ხელმძღვანელმა საჯაროდ გააავრცელს დეზინფორმაცია როემლიც კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის, ამ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ სომხურ საზოგადოების, ასევე სომხეთის რესპუბლიკის მიმართ ცრუ განწყობების შექმნის მიზანს ემსახურება. აღნიშნულმა შეიძლება მოსახლოებას აფიქრებინოს, რომ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ნაწილის მიმართ სიძულვილის გაღვივებაში არის ჩართული, რაც საგანაგაშოა.

შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში  მედიაწიგინიერება სამოქალაქო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საჯარო სივრცეში შეიქმნას ინფრომაციის სწორად გავრცელების სტადნარტი და ასევე, საზოგადოებას მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფრომაცია, თუ როგორ შეუძლიათ საკუთარი თავი დაიცვან მიმდინარე დეზინფორმაციული და ჰიბრიდულ ომში.