ოჯახში ძალადობაზე ახალქალაქის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ომბუდსმენის ახალქალაქის ოფისში სკოლის მოსწავლეებთან ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზებული იყო ნატოს, ევროკავშირისა და უფასო იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ.

რა უნდა გააკეთო, როდესაც ოჯახური ძალადობის თვითმხილველი ხდები ან ძალადობის მსხვერპლი თქვენი ახლობელია?  როგორ აღიქმება ეს პრობლემა ახალქალაქში, ასეთ შეკითხვებს უსვამდნენ ახალქალაქელ მოსწავლეებს.  ტრენერები დაინტერესდნენ, როგორ მოიქცეოდნენ მოზარდები ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. პასუხები განსხვავდებოდა ერთამანეთისგან, ისმოდა აღშფოთებული და გამართლებული შეძახილები.

დებატები ცხარედ მიმდინარეობდა, წერს საინფრომაციო სააგენტო jnews.ge.

შეხვედრაზე განიხილეს ძალადობის მიზეზები და ოჯახში ღალატი. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მიმართონ თუ არა პოლიციას. თავის მხრივ, მენტორებმა მოზარდებს აუხსნეს რა პროცედურების საჭირო, როდესაც დაზარალბული ან მოწმე პოლიციას მიმართავს.

Leave a Reply