„მოსკოვთან, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ვთანამშრომლობთ“

„მიუხედავად რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებული უთანხმოებებისა, ეს ორი ქვეყანა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს “-  განაცხადა ეუთოს მინსკის ჯგუფის დროებითმა თანათავმჯდომარემ, რიჩარდ ჰოგლადმა „ამერიკის ხმის “ სომხური და აზერბაიჯანული სამსახურებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჰოგლანდის თქმით, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების პერიოდშიც კი პრეზიდენტები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად.  “ეს თავისებური სფეროა, რაზეც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობები არ ახდენს უარყოფით გავლენას.”

“ჩვენი მიზანია შევქმნათ ნდობის ატმოსფერო, რომელიც საშუალებას მისცემს ორივე მხარეს მოლაპარაკებები ერთ მაგიდასთან გამართონ” -განაცხადა მან.

“საბოლოო ჯამში, ლიდერების პასუხისმგებლობაა, სერიოზულად ჩაერთონ რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. როდესაც ეს მოხდება,  რეგიონში ახალი  შესაძლებლობები გაჩნდება, იქნება  ეს კომუნიკაცია, ტრანსპორტის განვითარება თუ  იზოლაციის შესუსტება, რაც  ხელსაყრელი იქნება ეკონომიკური პირობების განვითარებისთვის. ასე რომ, ეს ქვეყნები  მაშინვე იგრძნობენ დადებით ეფექტს. ხალხიც იგრძნობს ამას.”

მინსკის ჯგუფის ამერიკელმა თანათავმჯდომარემ დაამატა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონი უფრო აქტიურდ უნდა ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში .

“მე ვეთანხმები, იმას, რომ ჩვენ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ახლები ვართ აშშ-ს ადმინისტრაციაში. ახალმა ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ უნდა განავითაროს ახალი მიდგომა საგარეო პოლიტიკაში და გუნდიც, ასე რომ მოდით ცოტა მოთმინება გამოვიჩინოთ და ვნახავთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი ახლო მომავალში “ – განაცხადა მან.

Leave a Reply