სომხეთის პრემიერმა ევროპარლამენტის დეპუტატს უმასპინძლა

27 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტის დეპუტატს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს მარტინ ზონებორნს უმასპინძლა.

შეხვედრაზე სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების საკითხები და ამ კონტექსტში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.

მარტინ ზონებორნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა.

მხარეებმა განიხილეს ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხები.

Leave a Reply