ანაკლია განვითარებული ქალაქი გახდება

კომპანია “ანაკლია-სითიმ”, რომელიც ანაკლიის ტერიტორიაზე,  სადაც ამჟამად პორტი შენდება, ახალი ქალაქის შექმნის იდეაზე მუშაობს, კონცეფცია წარმოადგინა.  ტენდერში კომპანია Buro Happold Engineering-მ გაიმარჯვა, რომელიც მომავალი ქალაქის კონცეფციას შექმნის.

პრეზენტაცია გამართეს კომპანია “ანაკლია-სითის” ფუძემდებელმა და “ТВС ბანკი”-ის ხელმძღვანელმა  მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ტენდერ-კონკურსი ჩატარდა რამდენიმე თვის წინ, რომელშიც  Buro Happold- მა მოიგო, რომელიც ამ მხრივ ცნობილია საერთაშორისო მასშტაბით.

“მომდევნო თვეებში,  ჩვენ ახალი ქალაქის  კონცეფციას საჯარო განხილვაზე  წარმოვადგენთ.  ჩვენ გვსურს, რომ საჯარო განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური მეცნიერების, ურბანული განვითარების და ეკოლოგიის სპეციალისტებმა. ჩვენ ვეცდებით, რომ ანაკლია იყოს მზარდი  მწვანე ქალაქი და საკუთარ  გეოგრაფიულ მდგომარეობაზე დაფუძნებული  თავისი უნიკალური ფუნქცია ჰქონდეს”, – განაცხადა ბანკირმა.

“ქალაქს უნდა ჰქონდეს დიდი ცენტრალური პარკი, საცხენოსნო დარბაზი, ცხენების მეცხოველეობის ცენტრი, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს  სოფლის მეურნეობის განვითარებას”, – დაამატა ხაზარაძემ.

Leave a Reply