არაანაზღაურებადი, ქალთა უხილავი შრომის დაფასება

ხელშეკრულებებში ასახული უფლებებები და ვალდებულებები, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ხშირ შემთხვევაში ირღვევა  და იწვევს სასამართლო დავებსა და კონფლიქტს მხარეებს შორის.  მაგრამ ჩვენი სტატია ეძღვნება იმ ქალებს,რომლებიც ჩართულნი არიან შინასამეურნეო საქმიანობაში. რა გააკეთონ ქალებმა, რომლებიც არ მუშაობენ დამსაქმებლისთვის, მაგრამ ეწევიან მძიმე და მრავალფეროვან სამუშაოს, სოფლის მეურნეობაში. ვის უნდა მიმართონ მათ საკუთარი უფლებების დასაცავად ან დაკარგული ჯანმრთელობის დასაბრუნებლად?

30-40 წლის ქალების ცხოვრების წესი, ქალაქსა და სოფელში ძალიან განსხვავებულია. გოჰარს, რომელიც სოფელში ცხოვრობს და დაქორწინებულია, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როდესაც ის პირველად დაქორწინდა, ბავშვები პატარები იყვნენ და ის ძირითადად სახლის საქმეებით იყო დაკავებული. ამასთანავე,რესპონდენტმა აღნიშნა,რომ სოფელში კარგად ცხოვრებისთვის და ფინანსური სტაბილურობისთვის,აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მუშაობა. Მისივე თქმით, მუშაობა შედარებით მარტივია, ზამთრის თვეებში, როდესაც სოფლის მეურნეობის საქმიანობებით, ნაკლებად არიან დაკავებულნი. Ზაფხულისგან განსხვავებით,როდესაც სოფელში ძალიან ბევრი საქმეა..

სამუშაოები იწყება გაზაფხულის დასაწყისში და მიწის ნაკვეთების დამუშავება მოითხოვს ქალებს ყოვედღიურ საქმიანობას. Მათი რუტინა დილაადრიან იწყება,ცხოველების საძოვარზე გაშვებით. ამის შემდეგ ქალები ამუშავებენ რძეს, ამზადებენ საუზმეს, ამთავრებენ სახლის საქმეებს და ამის შემდეგ მიდიან ბაღში სამუშაოდ. სოფელში ქალი, ქმართან ერთად ინაწილებს სამეურნეო საქმიანობებს, თუმცა სრულიად მარტო  აკეთებს ე.წ სახლის საქმეებს.

“აქ ბავშვები არ დადიან საბავშვო ბაღში (სოფელში არ არის საბავშვო ბაღი), ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ისინი დედასთან არიან, როგორც სახლში, ასევე ბაღში”-აღნიშნავს გოჰარი. მას ესმის, რომ ბავშვებს მეტი ყურადღება, მოვლა და ზრუნვა სჭირდებათ, მაგრამ რთულ პერიოდში, ყოველდღიურ საზრუნავთან ერთად, ბავშვებთან ურთიერთობის დრო თითქმის აღარ რჩება.

დღე მთავრდება საძოვრებიდან დაბრუნებული საქონლის დაბინავებით და  მოვლით. შემდეგ ისინი ვახშმობენ, მთელი ოჯახით და რაც შეიძლება მალე უნდა დაიძინონ, რადგან მეორე დღეს დილაადრიან უწევთ გაღვიძება და წინ მძიმე საზრუნავი ელით.

ახალგაზრდა ქალი, ყოველდღიურ პრობლემებში ვერ ხვდება, როგორ გადის დრო. ის ოცნებობს თავისუფალ დროზე, რათა მიხედოს თავის თავს და გარეგნობას. ჯანმრთელობის შესახებ საერთოდ საუბარიც არაა. სოფელში ქალი საავადმყოფოში მიდის, მხოლოდ, მშობიარობის დროს ან აუტანელი ტკივილის შემთხვევაში.გოჰარის მაგალითი ერთერთია სოფლად მცხოვრები ქალების იმ  ისტორიებიდან,რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი შიდასამეურნეო,არაანაზღაურებად საქმიანობებში.გარდა ამისა ისინი ვერ იღებენ მონაწილეობას ოჯახის ბიუჯეტის მართვაში.სამწუხაროდ,ხშირ შემთვევაში ამ ქალების  არაანაზღაურებადი და უხილავი შრომის ტვირთი,სრულიად დაუფასებელია საზოგადოების,ოჯახის წევრებისა და სახელმწიფოს მხრიდან.


ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს