ფაშინიანი: უნდა დავიცვათ ქართულ-სომხური ურთიერთობები გეოპოლიტიკური გავლენებისგან

სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში სხდომა, სადაც ცოტა ხანში დეპუტატები სომხეთის პრემიერ-მინისტრს აირჩევენ, პრემიერ-მინისტრობის ერთადერთ კანდიდატთან, ნიკოლ ფაშინიანთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

დეპუტატმა შირაკ ტოროსიანმა “სახალხო კანდიდატს” ქართულ-სომხური ურთიერთობებზე და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზე ჰკითხა.

„თქვენს  გამოსვლაში ისაუბრეთ ქართულ-სომხური ურთიერთობების შესახებ, მიხარია, რომ ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია თქვენთვის, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სომხეთიისთვის საქართველო თითქმის ერთადერთი საშუალებაა, როგორც როგორც სატრანზიტო დერეფანი, და არა მხოლოდ იმისთვის, რომ საერთო რეგიონული ინტერესები გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით სომეხი ცხოვრობს, კონკრეტულად ჯავახეთში, სადაც მათაც თავიანთი პრობლემები აქვთ. როგორია თქვენი მოსაზრება სომხურ-ქართულ ურთიერთობების შესახებ?“,- აღნიშნა ტოროსიანმა და დაამატა:  „სააკაშვილის მმართველობის წლებში ქართულ-სომხურ ურთიერთობებს ჰქონდათ ძალიან ფორმალური ხასიათი. ეს იმის ფონზე, როდესაც ახალი მმართველობა აქცენტს აკეთებს ქართულ-სომხური ურთიერთობების რეგიონულ ინტერესებზე.“

შეკითხვაზე ფაშინიანმა უპასუხა, რომ  მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ ქართულ-სომხური ურთიერთობები გეოპოლიტირური ზეგავლენისგან დავიცვათ.

„ არ შეიძლება, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობების საყრდენი იყოს არა ქართულ-სომხური ურთიერთობები. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში იყო შეცდომები, რამაც გამოიწვია გარკვეული რისკები. მიხარია, რომ დღეს სომხეთშიც და საქართველოშიც ისეთი განწყობებია, რომ ამ რისკების მმართვა შესაძლებელია,”- აღნიშნა ფაშინიანმა.

Leave a Reply