მოსალოდნელია რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტიგრან ბალაიანმა ჟურნალისტებს 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე შეატყობინა, რომ 6 ივნისს, შესაძლოა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუსეთში გაემგზავროს.

დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, საკანონმდებლო ორგანოს დუმას წარმომადგენლებთან, ასევე ინტერვიუ ერთ-ერთ რუსულ მედიასთან.

15 ივნისს, სომხეთში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ჩამოვლენ. თუმცა, არ არსებობს ახალი წინადადებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.

Leave a Reply