არცახის საპროტესტო აქციების მე-5 დღე – დაკავებულია ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის შვილი

1 ივნისს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, შეტაკება მოხდა მოქალაქეებსა და ეროვნულ სპეცსამსახურის წარმომადგენლებს შორის, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, და უკვე მეხუთე დღეა სტეფანაკერტში ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩაშია გამოსული დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით.

ამავე დროს, არცახის პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ შეტაკებაში მონაწილეთა შორის არის არცახის ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის ვაჟი, რომელიც დაკავებულია. დაკავებულთა შორის ასევე არის ალბერტ ავეტისიანი, რომელიც ყარაბაღის ოთხდღიანი ომის მონაწილეა.

დემონსტრანტები თავდაპირველად მოითხოვდნენ სამართალდამცავ ორგანოების ხელმძღვანელების – ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის და პოლიციის უფროსის- გადადგომას.

მოგვიანებით დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ ისინი ითხოვენ ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილის, ეროვნული უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის და არცახის პოლიციის უფროსი, კამო აღაჯანიანის გადადგომას.

Leave a Reply